ავტორი: დოდო ჭუმბურიძე
წლიური ნაშრომი
შესრულებულია ისტორიის ინსტიტუტი
განყოფილება  ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება

 

შესავალი, პრობლემის ზოგადი დახასიათება და ისტორიოგრაფია.

პოლიტიკური იდეოლოგიების შესწავლას და მათი ზემოქმედება ამა თუ იმ ქვეყნის ცხოვრებაზე დიდ ყურადღებას აქცევენ თანამედროვე ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები და ეკონომისტები. განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყოფი საქართველო საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ეთნიკური იდენტობის, საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და სულიერების შესანარჩუნებლად. ამდენად, ქართველი ხალხისათვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი სულისკვეთება, ნაციონალიზმი, მთელი ისტორიის მანძილზე იყო დამახასიათებელი, მაგრამ ის არ გამიჯვნია ადრეულ თუ გვიანშუასაუკუნეებში მსოფლიოში მიმდინარე დადებით პოლიტიკურ პროცესებს (გაემიჯნა რელიგიურ სექტანტიზმს, ხატთმებრძოლობას და ა.შ.), არც ახალ ეპოქაში დაპირისპირებია ლიბერალიზმს, დემოკრატიას, თვით კოსმოპოლიტიზმსა და გლობალიზმსაც კი, კარგი გაგებით.

Read more…

Advertisements