სამეცნიერო დასკვნა
სულგუნი. სულგუნი ანუ ძვ. ქართული “სულდგუნი” (სულხან-საბა ორბელიანი, დ. ჩუბინაშვილი) არის მოუხდელი, გადაზელილი ყველის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ტრადიციულია სამეგრელოსა და სვანეთისათვის. სხვა ყველის სახეობებისგან იგი განსხვავდება დამზადების ტექნოლოგიით და საგემოვნო თვისებებით (ახლად ამოყვანილ მომწიფებულ ყველს ჩაზელენ ცხელ წყალში და თანდათან გრეხენ-კრავენ, აძლევენ მრგვალ ფორმას, უმატებენ მარილს და გრძელვადიანი შენახვის მიზნით, ათავსებენ “წათხში” (მარილწყალში) ან აშრობენ და ბოლავენ თაროზე დაწყობილს ან თოკზე ასხმულს. ასეთი წესით დამზადებული ყველი ხანგრძლივად ინახება და ხელსაყრელია ტრანსპორტირებისათვის.