Posts from the ‘კავკასიის ეთნოლოგია’ Category

კავკასიის ეთნოლოგიური კრებული XVI

KEK---XVI-1კავკასიის ეთნოლოგიური კრებული XVI

 

კრებული ეძღვნებაქართული მეცნიერული ეთნოლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოსს გიორგი ჩიტაიასდაბადებიდან 125 წლისთავს

სარჩევი

რედაქტორისაგან………………5

როლანდ თოფჩიშვილი. აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია – ქართული მეცნიერული ეთნოლოგიის ფუძემდებელი.9

სალომე ბახიაოქრუაშვილი. აზერბაიჯანის ქართული მოსახლეობის (ინგილოების) ოჯახი და საოჯახო ყოფა…..28

როზეტა გუჯეჯიანი. ლამპრობის ტრადიცია საქართველო-ში…………….57

ირმა კვაშილავა. ქართველი ებრაელების კულტურული რელატივიზმი (რელიგიური ასპექტები)……….79

ნათია ჯალაბაძე. გაორებული ცხოვრება ორმაგი სტანდარტის პირობებში _ ახალგორელები დილემის წინაშე………..92

Read more…

Advertisements

როლანდ თოფჩიშვილი: კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია [თბილისი, 2007]

წიგნი ქართულ ენაზე კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიის სალექციო კურსის შექმნის პირველი ცდაა. მის ავტორს ჰქონდა პატივი კავკასიის ხალხების ეთნოგრაფიის პეცკურსი აკადემიკოს გიორგი ჩიტაიასგან მოესმინა. ავტორი ცილობდა ის ასპექტებიც წარმოეჩინა, რომლებსაც ქართული მეცნიერული ეთნოგრაფიის საფუძველჩამყრელი თავის სალექციო კურსში აქცევდა ყურადღებას. წიგნი განკუთვნილია უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, აგრეთვე კითხველთა ფართო წრისათვის ვისაც ქართველთა მეზობელი კავკასიელი ხალხების ეთნიკური ისტორია და ეთნიკური კულტურა (ყოფა, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები) აინტერესებს.

კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია

როლანდ თოფჩიშვილი: ისტორიული ეტიუდები წიგნი I [თბილისი, 2005]

ეთნოისტორიული ეტიუდების პირველ წიგნში შეტანილია ავტორის მიერ სხვადასხვა სამეცნიერო კრებულებსა და ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც საქართველოს ეთნოისტორიას, ეთნიკურ ისტორიას, ეთნოკონფესიურ ვითარებას, ქართულ გვარსახელებსა და სხვა პრობლემებს ეხება. ამ საკითხებზე ავტორს რამდენიმე წიგნი აქვს გამოქვეყნებულიწინამდებარე ეტიუდები აღნიშნულ მონოგრაფიებში ასახული არაა.

   ისტორიული ეტიუდები წიგნი I

ჯონი კვიციანი: სოციალური სინერგეტიკა და კავკასიური ტრანსფორმაცია [თბილისი, 2008]

 დამხმარე საითიდამხმარე საითი

ავტორი: ჯ. კვიციანი

გამოცემის წელი: 2008

განყოფილება: კავკასიის ეთნოლოგია

იმ სოციალურ-ტრანსფორმაციულ პროცესებს, რომლებიც ამჟამად პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის კავკასიაშიც მიმდინარეობს, საკმაოდ პრობლემური და სუბიექტური ხასიათი აქვთ. ტრანსფორმაციის [მხედველობაში გვაქვს სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლა] და გლობალიზაციის პროცესებზე უარყოფითად მოქმედებს როგორც საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული კომუნისტური აზროვნების ინერცია, ასევე ხაზობრივ-მონისტური მითითებების დომინირება პოლიტიკაში. აღნიშნულ პროცესებს ხელს უშლის აგრეთვე ადგილობრივი სოციო-პოლიტიკური ელიტის უსუსურობა ადექვატურად შეაფასოს საზოგადოებაში და საერთოდ, მსოფლიოში შექმნილი რეალიები.

Read more…

ლავრენტი ჯანიაშვილი: ქემალისტური ეთნოგენეტიკური კონცეფცია და საქართველო [თბილისი, 2007]

 დამხმარე საითიდამხმარე საითი

ავტორი: ლ. ჯანიაშვილი

გამოცემის წელი: 2007

განყოფილება: კავკასიის ეთნოლოგია

გამოქვეყნებულია -კავკასიის ეთნოლოგიური კრებული, X.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საერთაშორისო რეალიების გარდა, სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე გარკვეულ გავლენას ახდენენ ეთნოისტორიული შეხედულებებიც. ამიტომ საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებში პოპულარულმა ეთნოგენეტიკრმა კონცეფციებმა ახალი მნიშვნელობა შეიძინეს. ტერიტორიული და პოლიტიკური პრეტენზიები, როგორც წესი, სწორედ ამ წერილში მოიაზრება, რის გამოც სახეზეა იდეოლოგიურ დოქტრინათა კონფლიქტი. ქვემოთ ყურადღებას შევაჩერებთ კავკასიისათვის მეტად საყურადღებო ქემალისტურ (პანთურქისტულ) დოქტრინაზე, რომელიც პოპულარობით სარგებლობს თურქეთზე ორიენტირებულ ჯგუფებში.

Read more…