Posts from the ‘ახალი და უახლესი ისტორია’ Category

საქართველო ნიკოს კაზანძაკისის მოგზაურობებში (1919, 1927, 1928)

ვაჟა კიკნაძე

თსუ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა

და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

საქართველო ნიკოს კაზანძაკისის მოგზაურობებში (1919, 1927, 1928) – PDF

Advertisements

ვაჟა კიკნაძე: ილია ჭავჭავაძე და მე-19 საუკუნის სამღვდელოება [თბილისი, 2007]

ილია ჭავჭავაძემ თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით ღრმა კვალი დაამჩნია ქართული კულტურის, ლიტერატურის, ისტორიის, ყოფის, ეკონომიკის, აზროვნების მრავალ მხარეს.

ილიას მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებდა მე-19 ს. მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის გამორჩეულ ქართველ თუ უცხოელ სასულიერო მოღვაწეებთანაც. კერძოდ, ეპისკოპოსებთან: გაბრიელთან (ქიქოძე), ალექსანდრესთან (ოქროპირიძე), კირიონთან (საძაგლიშვილი), პეტრესთან (კონჭოშვილი) და ა. შ. სამწუხაროდ, ილიას მათთან ურთიერთობების ამსახველი მასალები საკმაოდ მწირი და ხშირად ფრაგმენტულია; ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ ან ახლებურად წარმოვაჩინოთ ილია მართლის ურთიერთობა მისი ეპოქის სამღვდელოებასთან. ცხადია, ეს ურთიერთობები ბევრად უფრო მეტი დატვირთვის შემცველია, ვიდრე დიდი ქართველი მწერლისა  და მოაზროვნის უბრალო ადამიანური კონტაქტები გამორჩეულ ქართველ თუ რუს საეკლესიო პირებთან. ილიას კონტაქტები სამღვდელოებასთან უნდა განვიხილოთ როგორც საერთო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემადგენელი კომპონენტი, შემაგრებული პირადი ურთიერთობების ძალით.

Read more…

ვაჟა კიკნაძე: ახალი საარქივო მასალა ვაჟა-ფშაველას ოჯახური ბიოგრაფიისათვის [თბილისი, 2007]

 დამხმარე საითიდამხმარე საითი

ავტორი: ვ. კიკნაძე
გამოცემის წელი: 2007
განყოფილება: ახალი და უახლესი ისტორია

ამ წერილის პოპულარული ვერსია დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალში “ზედაშე”, 2006 წ. N3, გვ. 66-70.

 დიდი პოეტი და მოაზროვნე ვაჟა-ფშაველა სიამაყით აცხადებდა: “მე ვარ ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით” [1] . სწორედ ვაჟას უშუალო წინაპრის, მისი მამის შესახებ მიკვლეული ახალი საარქივო მასალა გვინდა წარმოვადგინოთ. საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში, საქართველოს ეგზარქოსის კანცელარიის ფონდზე /N488/ მუშაობისას მივაკვლიეთ საქმეს, რომელიც ვაჟას მამას – პავლე რაზიკაშვილს  შეეხება და დღემდე, მკვლევართათვის უცნობი იყო.

Read more…