Posts from the ‘მივლინების ანგარიშები’ Category

შორენა ლალიაშვილის კვიპროსზე მივლინების ანგარიში.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით ამა წლის 27 მაისიდან 24 ივნისამდე მიმდინარეობდა ქართული ეკლესიის არქეოლოგიური გათხრები კვიპროსზე. ექსპედიციაში მიწვეული ვიყავი ანთროპოლოგად.
Advertisements

იაპონიის მივლინების ანგარიში

საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა 20-21 თებერვალს იაპონიის მნიშვნელობით მესამე, ტოჰოკუს უნივერსიტეტში, ქ. სენდაში. სიმპოზიუმის თემა იყო “ისტორიის ახალი შეფასებები”. კონფერენცია ჩაატარა ტოჰოკუს უნივერსიტეტთან არსებულმა “ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის შესწავლის ცენტრმა” (CNES). მასში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის, შუა აზიის, მონღოლეთის, ე. წ. სოხას რესპუბლიკის (იაკუტია, რუსეთის ფედერაცია) წარმომადგენლებმა. საქართველოს, უკვე მეორედ, მე წარმოვადგენდი.

სიმპოზიუმის მიზანი იყო საბჭოთა ისტორიოგრაფიის შეფასებებისა და მეთოდოლოგიის გადაფასება.

ეს საკითხი ძირითადი იყო სიმპოზიუმზე და ყველა მომხსენებელმა, კონკრეტული მასალით სცადა მისი დასაბუთება საკუთარი ქვეყნის მაგალითზე.

Read more…

ვაჟა კიკნაძე

ივ.ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე 10-დან 16 მაისამდე იმყოფებოდა ქ.პოზნანის (პოლონეთი) ა.მიცკევიჩის უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტისა და ამვე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში.

      პროფესორმა ვაჟა კიკნაძემ წაიკითხა ორი საჯარო ლექცია “ივანე სუსანინი და თევდორე მღვდელი: მითი და რეალობა” და “კირიონ II ლიტვისა და პოლონეთის შესახებ”. მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ამავე უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა კონფლიქტებს სამხრეთ კავკასიაში. კონფერენციაზე ვაჟა კიკნაძემ წარმოადგინა მოხსენება: რუსეთის სინოდის საეკლესიო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში.

მივლინების ანგარიში: ლ. ჯანიაშვილი, ნ. ჯალაბაძე [2009 წ. 21 II-14 III]

 კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
ლავრენტი ჯანიაშვილი და უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნათია ჯალაბაძე
მონაწილეობას იღებენ ქართულ-გერმანულ პროექტში “ტრადიციული სამართლის
რევიტალიზაცია საქართველოში.”

პროექტის მიზანია ტრადიციული სამართლის კვლევა თანამედროვე
საქართველოში. ეთნოლოგთა ჯგუფს, რომელშიც გაერთიანებულია ორი გერმანელი
(სტეფან ვოელი და ელკე კამი) და ორი ქართველი (ლავრენტი ჯანიაშვილი და
ნათია ჯალაბაძე) სპეციალისტი დაგეგმილი აქვს შეისწავლოს და გამოავლინოს
ქართველი ხალხის ყოფაში დღემდე  მოქმედი ხალხური სამართლის ელემენტები და
დაადგინოს მათი სახეები, ფორმები, მოქმედების სფერო და გავრცელების
არეალი. პროექტში აქცენტი გაკეთდება ტრადიციული სამართლის შემონახულობის
სპეციფიკაზე და მიზეზებზე, განსაკუთრებით ბარის მოსახლეობაში. თითოეული
მკვლევარი შეისწავლის აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ
საკითხს, რაც საბოლოოდ ერთ დიდ გამოკვლევაში მოიყრის თავს. ლავრენტი
ჯანიაშვილის კვლევა შეეხება ტრადიციულ სამართალს სოციალისტურ
საქართველოში. ნათია ჯალაბაძე კი შეისწავლის სისხლის აღების ჩვეულებას
საქართველოს ბარის რეგიონებში. კვლევითი სამუშაოების წარმოება დაგეგმილია
ორი წლის განმავლობაში საქართველოს ბარის რეგიონებში, მათ შორის ქვემო
ქართლში.