სსიპ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობების დასაკავებლად.

სსიპ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2009 წლის 17 ივლისის N1 გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადების თაობაზე.

____________________________________________________________________

სსიპ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება N1

თბილისი 17 ივლისი, 2009 წელი.

სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების

თაობაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7

ივნისის N408 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა

და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წესდებისა” და სსიპ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის

დირექტორის 2009 წლის 17 ივლისის N 3-ს ბრძანების საფუძველზე

 

ვ ა დ გ ე ნ თ:

 

1. გამოცხადდეს ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობების დასაკავებლად დანართის შესაბამისად.

2. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით, შეიქმნას კონკურსის სამდივნო შემდეგი შემადგენლობით: ნინო გიგანი, ლოლა სარალიძე, ლეილა ხურცია.

3. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოქვეყნდეს გამოქვეყნდეს ყოველდღიურ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. წინამდებარე გადაწყვეტილება

განთავსდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე, აგრეთვე, გამოიკრას ინსტიტუტში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას (განცხადებების დაფაზე).

სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი _________________________ თამაზ ბერაძე

დანართი

“განცხადება საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის

სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების თაობაზე”

1. გამოცხადდეს ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და

ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობების დასაკავებლად

შემდეგ თანამდებობებზე:

ა) ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილების გამგე / მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ბ) შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგე / მთავარი მეცნიერი

თანამშრომელი.

გ) ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების გამგე / მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

დ) საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების გამგე / მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ე) კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების გამგე / მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ვ) ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის გამგე / უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

2. კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

3. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობებზე კონკურსისა და არჩევნების ჩატარებას

უზრუნველყოფს სამეცნიერო საბჭო, რომელიც კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით, სამეცნიერო საბჭოს

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით _ გადაწყვეტილებით ქმნის კონკურსის სამდივნოს.

4. კონკურსისა და არჩევნების ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორი.

5. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს

დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

6. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

ბ) კალენდარული ავტობიოგრაფია (CV).

გ) დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის

დამადასტურებელი დიპლომის ასლი.

დ) გამოქვეყნებული, მათ შორის, 2004 წლიდან დღემდე, სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი.

ე) 2004 წლიდან დღემდე გამოქვეყნებული 1 სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით,

უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს.

ვ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების ხედვა (საკვლევი პრობლემები, მოსალოდნელი შედეგები,

საჭირო რესურსები და ა. შ.).

ზ) შესაბამისი დარგის 3 მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ

განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, მისამართი).

თ) 2004 წლიდან დღემდე მიღებული სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი.

ი) კონკურსანტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, ვორქშოპების ჩამონათვალი.

კ) ამ მუხლის “ბ”, “დ”, “ე”, “ვ”, “ზ”, “თ” და “ი” პუნქტებში მითითებული საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს

ელექტრონული ვერსიის სახითაც (კომპაქტ-დისკით).

7. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის შეფასებას

ახორციელებს სამეცნიერო საბჭო.

8. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, სამეცნიერო საბჭო ამტკიცებს:

ა) იმ პირთა ნუსხას, რომელთა საკონკურსო დოკუმენტაცია სრულყოფილად არის წარმოდგენილი და შეესაბამება

ინსტიტუტის დირექტორის შესაბამისი ბრძანებითა და წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო

მოთხოვნებს.

ბ) იმ პირთა ნუსხას, რომელთა საკონკურსო დოკუმენტაცია სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი და არ შეესაბამება

ინსტიტუტის დირექტორის შესაბამისი ბრძანებითა და წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო

მოთხოვნებს.

9. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი, იმავდროულად, არის სამეცნიერო საბჭოს წევრიც, ის მონაწილეობას ვერ მიიღებს

შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის მსურველ პირთა კანდიდატურების განხილვისა და

არჩევის პროცესში.

10. სამეცნიერო საბჭო ატარებს გასაუბრებას კონკურსანტებთან, რაც ფორმდება ოქმით.

11. საკონკურსო თანამდებობებზე კანდიდატთა შერჩევისას, შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი

კრიტერიუმები:

ა) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით, 2004 წლიდან დღემდე).

ბ) მონაწილეობა სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში (განსაკუთრებით, 2004 წლიდან დღემდე).

გ) მონაწილეობა საგრანტო, მათ შორის, საერთაშორისო თემატიკაში (განსაკუთრებით, 2004 წლიდან დღემდე).

დ) სტრუქტურული ერთეულის განვითარების სტრატეგიული ხედვა.

ე) კვლევისათვის სახსრების მოძიებისა და კვლევითი სამუშაოების ორგანიზების გამოცდილება (განსაკუთრებით, 2004

წლიდან დღემდე).

12. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ღია კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს ინსტიტუტის

სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს 4 წლის ვადით და მათ კანდიდატურებს დასამტკიცებლად წარუდგენს

დირექტორს.

13. ინსტიტუტის დირექტორი ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო სტრუქტურული

ერთეულების ხელმძღვანელებს შესაბამის თანამდებობებზე და აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებას 4 წლის ვადით.

14. საბუთების მიღება იწარმოებს 2009 წლის 24 ივლისიდან. მისამართი: ქ. თბილისი, პ. მელიქიშვილის ქ. N10.

15. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 24 აგვისტო.

16. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2009 წლის 1 სექტემბერს.

17. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

ქ. თბილისი, პ. მელიქიშვილის ქ. N10.

e-mail: histend55@yahoo.com

ვებ-გვერდი: https://ijhei.wordpress.com

ტელ: 99 06 82.

პასუხისმგებელი პირები: ლოლა სარალიძე, ლეილა ხურცია, ნინო გიგანი.