ივ.ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე 10-დან 16 მაისამდე იმყოფებოდა ქ.პოზნანის (პოლონეთი) ა.მიცკევიჩის უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტისა და ამვე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში.

      პროფესორმა ვაჟა კიკნაძემ წაიკითხა ორი საჯარო ლექცია “ივანე სუსანინი და თევდორე მღვდელი: მითი და რეალობა” და “კირიონ II ლიტვისა და პოლონეთის შესახებ”. მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ამავე უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა კონფლიქტებს სამხრეთ კავკასიაში. კონფერენციაზე ვაჟა კიკნაძემ წარმოადგინა მოხსენება: რუსეთის სინოდის საეკლესიო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში.