2008 წელს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის გრიფით
გამოვიდა ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლის,
ნანა ბახსოლიანის მონოგრაფია “დიდი კაპადოკია ძვ. წ. I ათასწლეულის
პირველ ნახევარში”, რომელიც გვიანხეთური ხანის აღმოსავლეთ მცირე აზიის
დღემდე ნაკლებად შესწავლილ სამეფო-სამთავროთა ისტორიული გეოგრაფიის,
პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და რელიგიის ისტორიის კომპლექსურ
კვლევა-ძიებას ეფუძნება. მასში შესწავლილია ძვ. წ. VI საუკუნიდან
“კაპადოკიად” წოდებული მცირე აზიის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილის
ეთნო-ისტორიული საკითხები.