შუა საუკუნეების საქაქთველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების
მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ვახტანგ გოილაძის ნაშრომში განხილულია
საქართველოში მირონის კურთხევის თარიღის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში
არსებული რამოდენიმე მოსაზრება. ავტორი ამ მოსაზრებებს ადარებს ქართული
და უცხოენოვანი წერილობითი წყაროების მონაცემებს და მიდის დასკვნამდე,
რომ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მირონის კურთხევის უფლება
მოიპოვა 680-681 წლების მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების
გადაწყვეტილებით. ავტორის აზრით, მირონი მცხეთაში პირველად დაახლოებით
682 წლის დამდეგს, ქართლის ერისმთავრის, არჩილისა და კათალიკოს მიქაელის
ხანაში მოიხარშა.