კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
ლავრენტი ჯანიაშვილი და უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნათია ჯალაბაძე
მონაწილეობას იღებენ ქართულ-გერმანულ პროექტში “ტრადიციული სამართლის
რევიტალიზაცია საქართველოში.”

პროექტის მიზანია ტრადიციული სამართლის კვლევა თანამედროვე
საქართველოში. ეთნოლოგთა ჯგუფს, რომელშიც გაერთიანებულია ორი გერმანელი
(სტეფან ვოელი და ელკე კამი) და ორი ქართველი (ლავრენტი ჯანიაშვილი და
ნათია ჯალაბაძე) სპეციალისტი დაგეგმილი აქვს შეისწავლოს და გამოავლინოს
ქართველი ხალხის ყოფაში დღემდე  მოქმედი ხალხური სამართლის ელემენტები და
დაადგინოს მათი სახეები, ფორმები, მოქმედების სფერო და გავრცელების
არეალი. პროექტში აქცენტი გაკეთდება ტრადიციული სამართლის შემონახულობის
სპეციფიკაზე და მიზეზებზე, განსაკუთრებით ბარის მოსახლეობაში. თითოეული
მკვლევარი შეისწავლის აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ
საკითხს, რაც საბოლოოდ ერთ დიდ გამოკვლევაში მოიყრის თავს. ლავრენტი
ჯანიაშვილის კვლევა შეეხება ტრადიციულ სამართალს სოციალისტურ
საქართველოში. ნათია ჯალაბაძე კი შეისწავლის სისხლის აღების ჩვეულებას
საქართველოს ბარის რეგიონებში. კვლევითი სამუშაოების წარმოება დაგეგმილია
ორი წლის განმავლობაში საქართველოს ბარის რეგიონებში, მათ შორის ქვემო
ქართლში.