ბიბლიოგრაფიული საითის გამოყენება ხდება მისამართიდან:
http://www.bibsonomy.org/user/javakhishvili_institute
შესვლა bibsonomy-ს საითზე

შესვლა bibsonomy-ს საითზე

ჩასაწერია –
მომხმარებლის სახელი(userneme)-ია: javakhishvili_institute
პაროლი(password): იცის ინსტიტუტის ვების მოურავმა

ამის შემდეგ ღილაკი „Enter“

გვერდი ახლიდან ჩამოიტვირთება

დაუწკაპუნეთ ბმულს „post publication“

გამოქვეყნების დაწყება

გამოქვეყნების დაწყება

გვერდი ახლიდან გადმოიტვირთება – მასზე არის შესავსები ფორმა

შეარჩიეთ პირველწყაროს სახე (type) – წიგნი (), სტატია (), წლიური ნაშრომი ()

ჩაწერეთ:

  • დასათაურება (სათაური)
  • ავტორი – თუ რამდენიმეა, მხოლოდ პირველი
  • რედაქტორი(ები) – თუ არსებობს – თუ რამდენიმეა, მხოლოდ პირველი
  • გამოცემის წელი (ციფრები)

დაუწკაპუნეთ ღილაკზე „check“

დამოიტვირთება ახალი გვერდი – რომელზე თქვენი ჩაწერილი პარამეტრებიც გამოჩნდება — სხვა, დამატებითთან ერთად.

გვერდზე ორი ფორმაა — პირველ ფორმაში:

ბიბლიოგრაფიის დამატება - მეორე ფაზა

ბიბლიოგრაფიის დამატება – მეორე ფაზა

  • ფორმის ველში „ჭდეები“ (tags) ჩაწერეთ რამდენიმე (5-12) ტერმინი, რომლებიც ზუსტად აღწერენ ნაშრომის შინაარსს (სახელობით ბრუნვაში) — იმისათვის, რომ ბიბლიოგრაფია საქართველოს შესახებ იოლად და ერთად იქნეს მოძიებულ-მოწოდებული სასურველია ტერმინი საქართველო გააჩნდეს ყოველ ბიბლიოგრაფიულ აღწერილობას.
  • ფორმის ველში აღწერილობა და კომენტარი ჩაწერეთ „I.Javakhishvili History and Ethnology Institute“ — რათა თქვენი ინსტიტუტის ბიბლიოგრაფია სხვებისაგან გამოირჩეოდეს
ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის საბოლოო მოწესრიგება

ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის საბოლოო მოწესრიგება

  • „show all fields“ დაწკაპუნებით გამოჩნდება დამატებითი ველები (თუ აუცილებელია)
  • BibTeX key — უნდა ჩაიწეროს რაიმე უნიკალური ინდექსი ამ ბიბლიოგრაფიული ჩანაწერისათვის — უმჯობესია ჩაიწეროს: ავტორის სახელი (ინიციალი), გვარი და რაიმე რიცხვი (ყოველ ჯერზე ახალი) — ლათინური ასოები და ციფრები ინტერვალის გარეშე
  • note – ველში უნდა ჩაიწეროს ყველა სხვა ბიბლიოგრაფიული მონაცემი, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ და რომელიც არ მოხვდა სავალდებულო ველებში (არა უმეტეს 155 სიმბოლოსი ინტერველების ჩათვლით)
  • თუ კიდევ რაიმე ბიბლიოგრაფიული ცნობები დარჩა აუსახავი — ჩაიწეროს private note ველში

ველების შევსების შემდეგ დაუწკაპუნეთ ღილაკს post_bibtex – ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი აისახება ბიბლიოგრაფიულ საითზე:

ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების საბოლოო სახე

ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების საბოლოო სახე

ბიბლიოგრაფიული აღწერილობის დამატების შემდეგ შესაძლებელია (და სასურველია) მას დავურთათ ნაშრომის, დოკუმენტის სრული ტექსტი, ამისათვის:

ბიბლიოგრაფიულ ნუსხაში დავუწკაპუნოთ ბიბილიოგრაფიული აღწერილობის სათაურს:

დაუწკაპუნეთ სათაურს

დაუწკაპუნეთ სათაურს

გამოჩნდება რედაქტირების გვერდი — ამ გვერდის ქვედა ნაწილში უნდა იპოვოთ ველი PDF / PS — დაუწკაპუნოთ ღილაკს Browse… იპოვოთ თქვენი კომპიუტერიში საჭირო დოკუმენტი, მონიშნოთ იგი და დაუწკაპუნოთ ღილაკს Open. შედმეს გაუწკაპუნოთ ღილაკს upload.

PDF დოკუმენტის შერჩევა და ატვირთვა

PDF დოკუმენტის შერჩევა და ატვირთვა

PDF დოკუმენტი აიტვირთება ბიბილიოგრაფიულ სერვერზე და მიებმევა ბიბლიოგრაფიულ აღწერილობას. ამის შემდეგ ბიბლიოგრაფიის ნუსხაში სათაურის წინ გამოჩნდება ხატულა — რომელზე დაწკაპუნებითაც მკითხველს შეეძლება მიიღოს PDF დოკუმენტი.

მიბმული PDF დოკუმენტი

მიბმული PDF დოკუმენტი

 


ბიბლიოგრაფიული ჩანაწერები ხდება ფართოდ გავრცელებული, ამასთანავე – შედარებით მარტივი და იოლი ასათვისებელი სტანდარტით, რომელსაც ეწოდება BibTeX. 

BibTeX სტანდარტის შესახებ იხილეთ:
http://www.bibtex.org/
http://en.wikipedia.org/wiki/BibTeX

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოგრაფიულ ბაზად გამოიყენება ვებზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც შეიმუშავა და უსასყიდლოდ იძლევა გამოსაყენებლად Knowledge & Data Engineering GroupUniversity of Kassel, გერმანია.