ბოლო ორისამი ათეული წელიწადია არაქართველთა მიერ მიზანმიმართულად ხდება საქართველოში ოსთა მიგრაციის ისტორიის გაყალბება, ქართულ-ოსური ეთნოისტორიული ურთიერთობების დამახინჯება. წინამდებარე წიგნის ავტორმა აღნიშნულ პრობლემას რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა. დადგენილია, რომ ოსური ეთნოსის გადმოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე გვიან შუა საუკუნეებში მოხდა: დვალეთში – XVI საუკუნეში და შიდა ქართლის მთიანეთში – XVII საუკუნის შუა ხანებიდან. სად განხორციელდა ოსთა წინაპარი ალანების ეთნოგენეზი?  სად მკვიდრობდნენ ისინი საქართველოში მიგრაციამდე? – ამ კითხვებზე პასუხს მკითხველი წინამდებარე ნაშრომში იპოვის.

ოსთა  წინაპარი ალანების თავდაპირველი განსახლების არეალი