2008 წლის 2-5 ივნისს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის ეღდგენის 90 წლისთავს და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საპატიო სტუმარმა, ბატონმა ოთარ პატარიძემ. ბატონი ოთარი ცნობილი ემიგრანტის, ეროვნულ-დემოკრატის, საზოგადო მოღვაწისა და ჟურნალისტის ელისე პატარიძის (1896-1975) ვაჟია. ბატონმა ოთარმა გაიხსენა ფაქტობრივად მთელი ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წევრები, და წაიკითხა ელისე პატარიძის პატრიოტული ლექსი; ამ ლექსის ტექსტი რომელსაც ბატონი ე. პატარიძის ავტოგრაფი ამშვენებდა მან ინსტიტუტს საჩუქრად გადასცა.
ამრიგად კონფერენციის მონაწილეთათვის ბატონი ოთარ პატარიძის სტუმრობა საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტი აღმოჩნდა.

mm32mm12