მივლინებები საზღვარგარეთ 2009 წელს

2009 წლის 16-22 სექტემბერის ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე მიწვეული იყო პოლონეთის ქ. ოლშტინში, რათა მონაწილეობა მიეღო პოლონეთის ისტორიკოსთა ყრილობის მუშაობაში.

2009 წლის 27 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა შვედეთში. მან მონაწილეობა მიიღო უფსალას უნივერსიტეტში გამართულ ვორქშოპში “ადრეული კონტაქტები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.” მოხსენების თემა იყო: “Varangians” (Vikings) in Georgia.”

2009 წლის 2-14 ნოემბერს სამეცნიერო მივლინებით იტალიაში იმყოფება საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნინო აბაკელია. ის მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში.

2009 წლის 11-18 ნოემბერს პარიზში სამეცნიერო მივლინებით მიემგზავრება შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგე მარიამ ჩხარტიშვილი, რომელიც საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგენს რუსთაველის ფონდის გრანტით მხარდაჭერილი პროექტის – “ბეჭდური მედია და ქართული ნაციონალური იდენტობის წრთობის პროცესი: ილიას “ივერია” უკვე შესრულებულ ერთ ნაწილს. მოხსენების თემაა: “Holy Men and Making of Georgian Identity”

2009 წლის 10-17 მაისს ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე ქ. პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის მიწვევით, სამეცნიერო მივლინებით მიემგზავრება პოლონეთში. მივლინების პერიოდ ში იგი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში (გაიმართება 14-15 მაისს), რომლის თემაა: “კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში: წარსული – აწმყო – მომავალი.” მოხსენება: “რუსეთის საეკლესიო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში.” აგრეთვე 12 და 13 მაისს დაგეგმილია ორი საჯარო ლექცია: “თევდორე მღვდელი და ივან სუსანინი: მითი და რეალობა” და “კირიონ მეორე პოლონეთისა და ლიტვის ისტორიის შესახებ.”

2009 წლის  18 იანვრიდან 15 მარტის ჩათვლით, დიდ ბრიტანეთში,   გრძელვადიანი სამეცნიერო მივლინებით მიემგზავრება საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნინო აბაკელია რომელიც მიწვეულია ოქსფორდის უნივერსიტეტის ინტერნაციონალური სასწავლო ცენტრის კვლევით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

2009 წლის 1 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით, ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე მიწვეულია დიდ ბრიტანეთში, რათა მონაწილეობა მიიღოს კემბრიჯის უნივერსიტეტის სემინარში, რომელიც ორგანიზებულია რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შესწავლის კომიტეტის მიერ. მოხსენების თემაა: „გამოჩენილი ქართველი სასულიერო მოღვაწეები და რუსეთის ეგზარქატის პოლიტიკა მე-20 საუკუნის დასაწყისში.“

2009 წლის 21 თებერვალს იაპონიაში, ტოჰოკოს უნივერსიტეტში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის პრობლემათა შემსწავლელი ცენტრი აწყობს საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე. კონფერენციის თემაა „ახალი კვლევები მე-20 საუკუნის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.“ დაგეგმილია ერთსაათიანი მოხსენება, რომლის თემაა: „მე-20 საუკუნის ქართული საზოგადოება და რუსეთის სინოდის საეკლესიო პოლიტიკა.“

2009 წლის 21 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით კავკასიის ეთნოლოგიის  განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ლავრენტი ჯანიაშვილი და უცროსი მეცნიერი თანამშრომელი ნათია ჯალაბაძე მარბურგის ფილიპსის  უნივერსიტეტის მიწვევით იმყოფებიან გერმანიაში, რათა მონაწილეობა მიიღონ პროექტში: „ადათობრივი სამართლის გამოცოცხლება საქართველოს
რესპუბლიკაში.“

2009 წლის 9-13 მარტს დირექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობებში  დავით მაცაბერიძე  მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კურიკულუმ რესურს ცენტრის საგაზაფხულო სესიის –  „შედარებითი ისტორიის სწავლება აღმოსავლეთ ევროპაში – თეორია, მეთოდები,
კვლევები“ მუშაობაში, რომელიც გაიმართება უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში.

2009 წლის 17-19 მარტს ქ. სტამბულის მალტეპეს უნივერსიტეტის მიწვევით  თურქეთში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე. კონფერენციის  თემაა: „ცენტრალური ევრაზიის კვლევები: წარსული აწმყო, მომავალი“ და
ორგანიზებულია: მალტეპეს (თურქეთი),  ტოკიოსა (იაპონია) და ცუკუბას  (იაპონია) უნივერსიტეტების მიერ. მოხსენების თემაა: „სტამბული და აია-სოფია  მე-15 – მე-19 საუკუნეების  ქართველ მოგზაურთა შრომებში“.

2009 წლის 9 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით ბრიტანეთის მეცნიერებათა  აკადემიის მიწვევით, ბიბლიოთეკებსა და არქივებში სამუშაოდ, დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი გია გელაშვილი.

2009 წლის 9-13 მარტს კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი მალხაზ თორია  მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ევროპის  უნივერსიტეტის კურიკულუმ რესურს ცენტრის საგაზაფხულო სესიის -„შედარებითი ისტორიის სწავლება აღმოსავლეთ ევროპაში – თეორია, მეთოდები, კვლევები“ მუშაობაში, რომელიც გაიმართება უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში.

მივლინებები საზღვარგარეთ 2008 წელს

• 2008 წლის 28 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის მიწვევით, ბუდაპეშტში იმყოფებოდა კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი მალხაზ თორია. მან მონაწილეობა მიიღო მეცნიერთა კვლევითი მობილობის პროექტში.

• 2008 წლის 28 თებერვლიდან 28 მარტამდე, ბრიტანეთის აკადემიის მიწვევით, ლონდონში იმყოფებოდა ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გია გელაშვილი.

• 2008 წლის 11-20 აპრილს შვეიცარია-საქართველოს ერთობლივი სამეცნიერო პროექტის (“დოდორქის მონასტრისა და განსაშორის სავანის ყოვლისმომცველი შესწავლა ბიზანტიური და ქრისტიანული აღმოსავლეთის ტრადიციების ფონზე”) ფარგლებში დაგეგმილი ვიზიტით, ციურიხის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე თეიმურაზ ჯოჯუა.

• 2008 წლის 21-26 აპრილს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის, მსოფლიო სოციალ-დემოკრატიის ცენტრის მიწვევით, მოსკოვში იმყოფებოდა ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში. მანვე მონაწილეობა მიიღო 24-25 აპრილს ქ. მაიკოპში ჩატარებულ VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებული იყო ადიღეის რესპუბლიკის  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

• 2008 წლის 11-29 მაისს, კუნძულ კვიპროსზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ არქეოლოგიურ ექსპედიციაში ანთროპოლოგად მიწვეული იყო ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის გამგე ლიანა ბითაძე.

• 2008 წლის 14-21 მაისს, აშშ-ში იმყოფებოდა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგე მარიამ ჩხარტიშვილი, რომელმაც წაიკითხა მოხსენება მიჩიგანის უნივერსიტეტის ეგიდით ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე: “საქართველო: ეროვნული კულტურის ჩამოყალიბება.”

• 2008 წლის 27 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, ქ. გდანსკის უნივერსიტეტის მიწვევით, სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, პოლონეთში იმყოფებოდა ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

• 2008 წლის 9-10 ივნისს, მოლდავეთში _ ქ. კიშინიოვში ტარდება დსთ-ს ქვეყნების ისტორიის ინსტიტუტთა საერთაშორისო ასოციაციის IV შეკრება, სადაც მოლდავეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მიერ მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე. დაგეგმილია შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან თემაზე: “ისტორიული, საკანონმდებლო და სოციალურ-პოლიტიკური ასპექტები, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში.”

• 2008 წლის 11-18 ივნისს, ქ. კოშინიოვში ტარდება დსთ-ს ქვეყნების ახალგაზრდა ისტორიკოსთა მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან: კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი მალხაზ თორია (კითხულობს მოხსენებას) და ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების  მეცნიერ-თანამშრომელი შორენა მურუსიძე.

• 2008 წლის 15-25 ივნისს, სამეცნიერო პროექტის (“კოლექტიური კულტურული იდენტობა რელიგიური მოქცევის კონტექსტში: ქართული მაგალითის კვლევა და განზოგადებანი”) ფარგლებში, ბულგარეთის ქ. სოფიაში, ისტორიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მივლინებით მიემგზავრებიან შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგე მარიამ ჩხარტიშვილი და ამავე განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ლელა პატარიძე (პროექტის ხელმძღვანელი). მივლინების მიზანია სამეცნიერო ინფორმაციის გაზიარება, დაგეგმილია სოფიის ისტორიის ინსტიტუტში გრანტის მონაწილეთა მიერ თავიანთი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

• 2008 წლის 16 ივნისიდან 31 ივლისამდე ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ელდარ ბუბულაშვილი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, დევი ბერძენიშვილი მონაწილეობენ საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოწყობილ სამეცნიერო ექსპედიციაში ტაო-კლარჯეთში _ თურქეთი.

•   2008 წლის 16–დან 23 ივნისის ჩათვლით, კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი ჯონი კვიციანი მიწვეულია რუსეთის ფედერაციის ქ. დონის როსტოვში, სამხრეთის ფედერალურ უნივერსიტეტში ლექციების კურსის წასაკითხად.

2008 წლის 5 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ალექსანდრე თვარაძე, სამეცნიერო მუშაობისათვის მიწვეული იყო გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტში.

2008 წლის 12-27 აგვისტოს, საგრანტო პროექტის „საქართველოს ეთნოგრაფია” ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში სამეცნიერო  მივლინებით იმყოფებოდნენ საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების გამგე ქეთევან ხუციშვილი, ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი როზეტა გუჯეჯიანი და კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების გამგე როლანდ თოფჩიშვილი.

2008 წლის 6-13 ოქტომბერს, ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნიკოლოზ ჯავახიშვილი იმყოფებოდა პოლონეთის ქ. ლუბლინში, რათა მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში.

2008 წლის 26-30 ნოემბერს, შვედეთში, მალმეს უნივერსიტეტში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციაში – „კავკასიური კვლევები: მიგრაცია, საზოგადოება, ენა”, რომელიც ორგანიზებული იყო საერთაშორისო მიგრაციისა და ეთნიკური ურთიერთობების დეპარტამენტის (IMER) მიერ, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი გოცირიძემ. მისი მოხსენების თემა იყო: „ტრადიციული ლიტურგიკული ბუნება და ეროვნული იდენტობის ძიება თანამედროვე დებატებში ქართული სუფრის მაგალითზე.”

2008 წლის 21-23 ნოემბერს, ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე მიწვეული იყო ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქ. ალმატიში, რათა მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში – „ალაში და თანამედროვე ყაზახეთი: იდეისა და პოზიციის მონაცვლეობა”, რომლიც ორგანიზებული იყო: ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და ინფორმაციის სამინისტროს, ყაზახეთის ისტორიკოსთა ასოციაციის, ს. დემირელის სახელობის უნივერსიტეტისა და ჩ. ვალიხანოვის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მიერ. კონფერენცია ეძღვნებოდა ალაშის ავტონომიის შექმნის 90 წლისთავს. მოხსენება: „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწე – რევაზ გაბაშვილი.”

2008 წლის 15-17 დეკემბერს იტალიაში, ქ. რომში, საპიენზას უნივერსიტეტში ტარდება II საერთაშორისო  კონფერენცია „Via Egnatia,” რომლის თემატიკა ფოკუსირებულია კავკასიისა და ცენტრალური აზიის „შიგა  ზღვების” მიმართებაზე დასავლეთთან და ხმელთაშუაზღვისპირეთის  რეგიონთან. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგე – მარიამ ჩხარტიშვილი. მოხსენების სათაური: „დასავლეთისკენ: ქრისტიანობის გავლენა ქართული იდენტობის ფორმირებაზე.”

მივლინებები საზღვარგარეთ 2007 წელს

• 2007 წლის 15-26 აგვისტოს ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე,  რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მიწვევით, იმყოფებოდა სანკტ-პეტერბურგში დსთ-ს ქვეყნების ახალგაზრდა ისტორიკოსთა მეორე საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, როგორც ლექტორი. ამავე სკოლაში მსმენელებად იყვნენ მიწვეულნი  ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი ირინე არაბიძე და საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი ნინო აივაზიშვილი; ორივე მათგანს გადაეცა სერტიფიკატი.

• 2007 წლის 23-28 ივლისს ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი ნინო ჩარექიშვილი, ერმიტაჟის მუზეუმისა და რუსეთის ჰუმანიტარული ინსტიტუტის მიწვევით, იმყოფებოდა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ასირიოლოგთა 53-ე საერთაშორისო სიმპოზიუმზე.

• 2007 წლის 25 ივნისიდან 7 ივლისამდე ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გია გელაშვილი, პირადი მიწვევით, იმყოფებოდა გერმანიაში, ქ. მაინის ფრანკპურტში, გოეთეს ინსტიტუტში მოხსენების წასაკითხად.

• 2007 წლის 24-27 ივნისს ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე, უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მიწვევეით, იმყოფებოდა კიევში, სადაც ჩატარდა დსთ-ს ქვეყნების ისტორიის ინსტიტუტების ასოციაციის შეკრება, რომლის მიზანი იყო ინსტიტუტების სამეცნიერო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ჩატარდა შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან, თემა: “საბჭოთა კავშირის (1922-1991 წ.წ.) რესპუბლიკების ერთობლივი ისტორიის პრობლემები.”

• 2007 წლის 28 თებერვლიდან 31 მარტმდე ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გია გელაშვილი, ბრიტანეთის აკადემიის მიწვევით, იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში ლონდონისა და ოქსფორდის ბიბლიოთეკებში სამუშაოდ.

• 2007 წლის 13-17 აპრილს შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ჭეიშვილი, ბირმინგემის უნივერსიტეტის მიწვევით, იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში. მან მონაწილეობა მიიღო ბიზანტინისტთა 40-ე საგაზაფხულო სიმპოზიუმის მუშაობაში.