კრებული ეძღვნება ცნობილი ეთნოლოგის ალექსი რობაქიძის დაბადებიდან 100 წლისთავს. 

კრებულში დაბეჭდილია ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელთა სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც კავკასიის ხალხთა ეთნიკური კულტურის მრავალფეროვან საკითხებს ეძღვნება. 

     რედაქტორი როლანდ თოფჩიშვილი.

შინაარსი
ალექსი რობაქიძე – 100
სალომე ბახია-ოქრუაშვილი – პატრონიმული ორგანიზაციის სტრუქტურა და ფუნქცია ქართულ ეთნოლოგიაში
როზეტა გუჯეჯიანი – ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლები ბალყარეთსა და ყარაჩაიში
მალხაზ თორია – “ეთნიკური წმენდის” თეორიული დასაბუთება თანამედროვე აფხაზურ ისტორიოგრაფიაში (თ. აჩუგბას ნაშრომის მიხედვით).
როლანდ თოფჩიშვილი – უდიები (ეთნოისტორიული გამოკვლევა)
ირმა კვაშილავა – აფხაზური ისტორიოგრაფიის მითოლოგემა სამურზაყანოს შესახებ
ჯონი კვიციანი – კავკასია: თანამედროვე პრობლემების სინერგეტიკული ხედვა
ნუგზარ მგელაძე, თემურ ტუნაძე – საზოგადოებრივი ყოფის საკითხები აჭარაში
ნათია ჯალაბაძე – ჩეჩნური ფაქტორი და ეთნო-პოლიტიკური ვითარება საქართველოში XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე
ლავრენტი ჯანიაშვილი – ქემალისტური ეთნოგენეტიკური კონცეფცია და საქართველო
როლანდ თოფჩიშვილი – რეცენზია სალომე ბახია-ოქრუაშვილის სადოქტორო დისერტაციაზე “აფხაზთა ეთნიკური ისტორიის პრობლემები: ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა”. თბილისი. 2006