ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის გრიფით გამოიცა ამავე ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების თანამშრომლის, პროფესორ გელა (გიორგი) საითიძის წიგნი – ქართველები რუსეთის სახელმწიფო საბჭოში (1801 – 1917 წწ.).

რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ უმაღლეს სახელისუფლო ორგანოში – სახელმწიფო საბჭოში, მისი არსებობის მანძილზე (1801 წლის მარტი – 1917 წლის მარტი) სულ 500-მდე წევრი შედიოდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის რამდენიმე ქართველის გვარიც ფიგურირებს. თუ ვინ იყვნენ ისინი და რა დამსახურების გამო მოხვდნენ იქ, ამის შესახებ არის საუბარი ამ ნაშრომში.