ქართული კულტურა და ინტელიგენცია

ავთანდილ სონღულაშვილი

ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის გრიფით გამოიცა ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების გამგის, პროფესორ ავთანდილ სონღულაშვილის წიგნი – ქართული კულტურა და ინტელიგენცია 1917-1937.

ნაშრომში ახალი საარქივო დოკუმენტური წყაროების, მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე, შესწავლილია დღემდე ნაკლებად ცნობილი ფაქტები და მოვლენები ქართული კულტურისა და ინტელიგენციის ისტორიიდან. დახასიათებულია ინტელიგენციის სტატუსი, მეცნიერებისა და კულტურის საქმიანობა დამოუკიდებელ საქართველოსა და საბჭოთა რეჟიმის პირველ ოცწლეულში.