ავტორი: ლ. ბითაძე
გამოცემის წელი: 2001
განყოფილება: ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია

ეთნოგენეზის კვლევაში საკუთარი წვლილი შეაქვს მეცნიერების მრავალ დარგს. ჩვენს შემთხვევაში შევეხებით ქართველთა მორფოლოგიური ტიპის ჩამოყალიბებას სივრცესა და დროში, თუმცა ეთნოსის თითოეული შემადგენელი ნაწილის წარმოშობასა და ჩამოყალიბებას თავისი დამოუკიდებელი გზა აქვს, რომლებიც მიზეზობრივად ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებულნი და ამიტომ მათი სრული დამთხვევა შეუძლებელიც კია.
 მოსახლეობის თანამედროვე ანთროპოლოგიური შემადგენლობისა და ეთნოგენეზის კვლევამ ზოგადად აჩვენა, რომ ხალხთა კულტურული და ენობრივი ნათესაობა ხშირად არ შეესაბამება მათ წარმომავლობით ნათესაობას და საერთო გენოფონდს. ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგალითად, ბალყარელები და ყარაჩაელები თურქულ ენაზე ლაპარაკობენ, ხოლო მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით კავკასიელები არიან. მათ მორფოლოგიური მსავსება აახლოვებთ ინგუშებთან, ჩეჩნებთან, დასავლურ დაღესტნურ ჯგუფებთან და საქართველოს მაღალმთიანეთის მოსახლეობასთან, ე. ი. ცენტრალური კავკასიის მოსახლეობასთან, რომლებიც კავკასიურ ენებზე ლაპარაკობენ. ჩვენი აზრით, მორფოლოგიური კრიტერიუმი ამ შემთხვევაში უფრო რეალურად ასახავს არსებულ ვითარებას, რადგან ენა და კულტურა შეიძლება გავრცელდეს მათი მატარებლების გარეშე, ხოლო ანთროპოლოგიურ ტიპს ყოველთვის თან ახლავს ენისა და კულტურის გავრცელება. [1] მაშასადამე, ანთროპოლოგიური მონაცემების როლი მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობენ წერილობითი, ისტორიული და ეთნოგრაფიული მონაცემები.
 
საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ადრეული პალეოანთროპოლოგიური მასალა ენეოლითის ხანისაა და, სამწუხაროდ, ერთი თავის ქალას მონაცემებს ემყარება, მამაკაცის თავის ქალა აბანოსხევიდან (არაგვის აუზი) ცუდი დაცულობის და უაღრესად ფრაგმენტულია, ხასიათდება ქალას მაჩვენებლის ძალზე დაბალი სიდიდით (დოლიქოკრანიით), ცხვირის უნაგირის მაქსიმალური სიმაღლითა და საშუალოზე მეტი სიდიდის ზედაყბის მაჩვენებლით. [2] ხოლო ადრე გამოქვეყნებულ ნაშრომებში [3] მოყვანილი მასალა (ჭიათურა, კიკეთი, ახალციხე, კულახომი, ზეიანი) გადათარიღებულ იქნა არქეოლოგების მიერ ადრებრინჯაოს ხანით. თავის დროზე ჭიათურის (2), კიკეთის (11) და ახალციხის (4) თავის ქალების შესწავლამ საშუალება მისცა მ. აბდუშელიშვილს [4] გამოეყო ორი ტიპი ენეოლოთის მოსახლეობაში. კერძოდ, ფართოსახიანი მეზოკრანული (ჭიათურა) და დოლიქოკრანული, ვიწროსახიანი (კიკეთი, ახალციხე). პირველ ტიპს არა აქვს ანალოგი კავკასიის თანამედროვე მოსახლეობაში, ხოლო მეორე ტიპი ფართოდ არის გავრცელებული როგორც სინქრონულ, ასევე მომდევნო ადრებრინჯაოს ხანაში. [5]
 
ენეოლითის ხანაში სამხრეთ ევროპეიდების გავრცელების არეალიდან მამაკაცის (ბასკეთი, საფრანგეთი) თავის ქალები ძირითადად დოლიქოკრანულია, ხოლო ქალების – მეზოკრანული თავის ქალებით არიან წარმოდგენილნი. [6] ისინი განსხვავდებიან სახის ფორმებითაც, უკვე არიან (ალ-უბადთი, ირანი) როგორც მაღალი, ვიწრო სახით და განიერი ცხვირით, [7] ასევე (ზემო ეგვიპტე) საშუალო სიმაღლის და სიგანის სახით და განიერი ცხვირით [8] და ა. შ. ყველა ვარიანტებით. ამ დიდ ტერიტორიაზე, სადაც ახლა სამხრეთ ევროპეიდული რასა არის გავრცელებული, მოსახლეობა განსხვავდება ძირითადად თავისა და სახის ფორმით და ცხვირის სიგანით. ეს ნიშნები მიუთითებს უძველესი დროიდანვე მოსახლეობის არაერთგვაროვნებაზე.
უდავოა, რომ წინააზიისა და კავკასიის რასების ჩამოყალიბება ხდებოდა ერთგვაროვანი საწყისი ელემეტების ნიადაგზე, ამიტომ სირიულ-მესოპოტამიური ტიპების არსებობა სამხრეთ კავკასიაში და კავკასიური ტიპების სირიაში, მესოპოტამიასა და ქურთისტანში, სავსებით გასაგებია. [9] ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ერთგვაროვანი, ანუ ახლო მონათესავე ტომები. ერთგვაროვნება, რა თქმა უნდა, პირობითი იყო როგორც ეთნიკური, ისე ანთროპოლოგიური ნიშნით, რადგან ამ დროსაც სერიებში, რომლებისათვისაც დამახასიათებელია დაბალი ქალას მაჩვენებელი [10] გვხვდება ბრაქიკრანული ფორმები. ბრაქიკრანია აღნიშნულია ასევე მცირე რიცხოვნობის სერიებშიც. [11]
 
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ენეოლითის ხანის კრანიოლოგიური მასალა ფრაგმენტულია, მომდევნო პერიოდიდან გამომდინარე, ენეოლითის მოსახლეობა ძირითადად დოლიქოკრანული და ვიწროსახიანი უნდა ყოფილიყო, რაც გულისხმობს მის გენეტიკურ მონაცვლეობას.
ადრებრინჯაოს ხანაში თავის ქალები ძირითადად დოლიქოკრანულია, როგორც საქართველოში, ასევე ყველგან. თანდათანობით სერიებში შეინიშნება მოსახლეობის ცვალებადობა დოლიქოკრანულიდან ბრაქიკრანულის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ერთიანი ბრაქიკეფალიზაციის პროცესი მიმდინარეობდა მთლიანად კავკასიისა და წინააზიის ტერიტორიაზე და ამდენად ეს იყო ერთი ანთროპოლოგიური ფენა, მკვეთრად გამოხატული დოლიქოკრანული ფორმის თავის ქალით, მაღალი ქალა-სარქველით, საშუალოზე ვიწრო და საშუალოზე მაღალი, მკვეთრად პროფილირებული სახით, წინ მკვეთრად წარზიდული ვიწრო და საშუალო სიმაღლის ცხვირით. ასეთი იყო ძირითადი ტიპი, რომელიც საერთო სუბსტრატია კავკასიის აბორიგენული მოსახლეობისათვის. მაშასადამე მოსახლეობა, რომელიც ბრინჯაოს ხანიდან ბინადრობდა მეტ-ნაკლებად უცვლელი სახით, ჩვენთვის არის ათვლის წერტილი, ყოველ შემთხვევაში დღეს მაინც, სანამ ჩვენს ხელთ არ იქნება სოლიდური მასალა ენეოლითისა თუ უფრო ადრეული ხანისა.
 
საქართველო ბრინჯაოს ხანის ერთ-ერთი კლასიკური ქვეყანაა. არქეოლოგიური მონაცემები ცხადყოფენ, რომ ბრინჯაოს კულტურა აღმოცენდა და განვითარდა ადგილობრივ ენეოლითური კულტურის ნიადაგზე, რითაც აიხსნება ასე მკვეთრად გამოხატული ადრე ბრინჯაოს, შუა ბრინჯაოსა და გვიან ბრინჯაოს პერიოდები აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. [12] ამ კულტურის მძლავრი განვითარება აგრეთვე დაკავშირებულია მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდასთან. უშუალოდ მონაცემები ბრინჯაოს ხანის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ არა გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში ათვისებული იყო და საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული საქართველოს ტერიტორიის როგორც ბარი, ასევე მაღალმთიანი რაიონები. [13] მჭიდრო დასახლებები ცნობილია შიდა ქართლში, სადაც ისინი მდინარის გასწვრივ 2-4 კმ დაშორებით არიან განლაგებულნი, რაც თავის თავად მეტყველებს მოსახლეობის სიმჭიდროვეზე. [14] სწორედ ამიტომ ამ მოსახლეობამ შესძლო მნიშვნელოვანი კვალი დაეტოვებინა ჩვენი ხალხის ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბებაში. ძალიან ხანგრძლივი პერიოდი, დაწყებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულიდან რკინის ფართო ათვისების ხანამდე (VIII ს ძვ. წ. აღ.) ეს მოსახლეობა წარმოადგენდა ძირითადად ერთ ანთროპოლოგიურ ტიპს. ეს სუბსტრატი იყო იმდენად დიდი და მძლავრი, რომ გაუძლო სხვადასხვა ინფილტრაციას, შესაძლოა შერევებს. ამ ტიპის ასეთი ხანგრძლივი დროით თითქმის უცვლელი სახით დაკონსერვება, ალბათ, მოხერხდა იმიტომაც, რომ საქართველოს მოსახლეობას კონტაქტი უხდებოდა ძირითადად ევროპეოიდებთან, რომლებიც ფართოდ იყვნენ გავრეცელებულნი სამხრეთით ტიგროსითა და ევფრატით დაწყებული, ირანის შიდა ოლქებით გაგრძელებული და ანატოლიის კუნძულებით დამთავრებული. [15] ამ ვრცელ ტერიტორიაზე ისევე, როგორც კავკასიაში, ძირითადად ერთი ტიპის მოსახლეობა იყო განსახლებული და ერთნაირი პროცესები მიმდინარეობდა. ტერიტორიულად ახლო ადგილობრივ ჯგუფების ურთიერთობების შედეგად წარმოქმნილი ეთნიკური ერთობლიობა ანთროპოლოგიურად რჩება ცვალებადობის ფარგლებში, რომელიც ამ ტერიტორიისათვის არის დამახასიათებელი. [16] ამით აიხსნება ანთროპოლოგებსა და არქეოლოგებს შორის არსებული ერთგვარი უთანხმოება. ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ ანთროპოლოგიას, როგორც მეცნიერებას, არ ძალუძს მინარევებისა თუ სხვა პროცესების ზემოქმედების განსაზღვრა მოსახლეობაში. ანთროპოლოგიური მასალებიდან კარგად ჩანს მიგრაციისა და მეტისაციის კვალი, მოსახლეობის მონაცვლეობა თუ უწყვეტი განვითარება, რადგან ეთნოსის ისტორია ძირითადად “აღბეჭდილია” მის მორფოლოგიურ ნიშნებში, [17] მაგრამ თავიდანვე უარი უნდა ვთქვათ თანამედროვე რასობრივი კლასიფიკაციის პროეცირების მცდელობაზე ძველ პალეოანთროპოლოგიურ ტიპებზე, რადგან რასა (ისევე როგორც ეთნოსი) დინამიური კატეგორიაა, რომელიც არ არის უძრავი და აქვს თავისი განვითარების შინაგანი კანონზომიერება. ძირითად ამოცანად კი უნდა დავისახოთ ნიშნების ეპოქალური ტრანსფორმაციის გამოვლინება ქრონოლოგიურად თანმიმდევრულ მასალებზე. [18]
 
გარდა ამ შინაგანი (გარდაუვალი) პროცესებისა, რომელსაც მეცნიერებაში ეპოქალური ტრანსფორმაცია უწოდეს, ამ ტიპის მქონე მოსახლეობამ პარალელურად განიცადა კიდევ სხვადასხვა პროცესების ინფილტრაციის, შერევის (მაგალითად: საქართველოში ყივჩაღების ასიმილაცია) ზემოქმედება, რომელიც დღესაც იგრძნობა საქართველოს თანამედროვე მოსახლეობის სხვადასხვა ეთნოსებს შორის სომატოლოგიურ, სეროლოგიურ თუ დერმატოგლიფიკურ ნიშნებში. [19]
 
არავის და არასდროს ეჭვი არ შეპარვია, რომ ქართველები სამმხრეთევროპეოიდები არიან. საეჭვოდ ითვლებოდა ქართველთა ავტოქტონობა [20] კავკასიის ტერიტორიაზე და ამის საფუძველს იძლეოდა მნიშვნელოვანი განსხვავება თანამედროვე და უძველეს მოსახლეობას შორის.
 
საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული პალეოანთროპოლოგიური მასალები ცხადყოფს, რომ უძველესი მოსახლეობა ხასიათდებოდა გრძელი და ვიწრო თავით (დოლიქოკრანიით), ვიწრო სახით, ვიწრო და მაღალი ცხვირით, ცხვირისა და ცხვირის უნაგირის მკვეთრი პროფილირებით, სახის მცირე ჰორიზონტალური კუთხით და, საერთოდ, მიეკუთვნებოდა ხმელთაშუაზღვისპირულ მედიტერანულ ტიპს. ამავე ტერიტორიაზე მოპოვებული თანამედროვე კრანიოლოგიური სერიები ხასიათდება მოკლე და ფართო თავით (ბრაქიკრანიით), ფართო სახით, ვიწრო და მაღალი ცხვირით, ცხვირისა და ცხვირის უნაგირის მკვეთრი პროფილირებით, სახის მცირე ჰორიზონტალური კუთხით და ა. შ. ასეთივე ტიპია დადასტურებული სომხეთში მოპოვებულ თანადროულ კრანიოლოგიურ სერიებშიც. კავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე და აზერბაიჯანში ჭარბობენ ზომიერად ვიწრო სახიანი, მეზოკრანული, მცირედ პროფილირებული კრანიოლოგიური ფორმები. კავკასიის ანთროპოლოგიური ტიპების ეპოქალური ტრანსფორმაციის შესწავლამ ცხადყო თავისა და სახის მაჩვენებლების ზრდა დროში, [21] რაც საფუძველს იძლევა ვამტკიცოთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის უწყვეტი გენეტიკური ერთიანობის ზოგადი დებულება, ქართველთა ავტოქტონურობა. [22] თანადროული მასალების ანალიზმა უჩვენა, რომ ისევე, როგორც საქართველოსა და კავკასიაში, წინა აზიაშიც ძირითადად დოლიქოკრანული თავის ქალები ჭარბობდნენ. ამავე დროს, თანამედროვე ბრაქიკრანული, წინააზიური ტიპების ფორმირება იმავე ტერიტორიაზე ხდებოდა, რომელზედაც იგი გავრცელებულია ამჟამად. [23] შემდგომმა მასალებმა დაადასტურა, რომ სამხრეთევროპეიდების ჩამოყალიბების არეალი მოიცავდა სამხრეთ კავკასიას და ახლო აღმოსავლეთისა და წინა აზიის ჩრდილო რეგიონებს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მარტო კავკასიაში არის დაფიქსირებული სამხრეთევროპეოიდული დიდი რასის სამივე განშტოების (ხმელთაშუაზღვისპირული, ინდო-პამირული, წინააზიური) არსებობა კავკასიური ლოკალური ვარიანტებით.
 
მაშასადამე, საქართველოს ისტორიის უძველესი ხანის ანთროპოლოგიური მასალები საშუალებას იძლევა განვიხილოთ უძველესი მოსახლეობის ფიზიკური ტიპის თავისებურება და მისი გენეზისის ძირითადი მიმართულება. “უძველესი დოლიქოკრანული და ვიწრო სახიანი სამხრეთ-ევროპეოიდული რასის წინააზიური ფორმები, ადრიდანვე არსებობდნენ ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე და იმთავითვე განიცდიდნენ ტრანსფორმაციებს, რომლებსაც ძირითადად ადგილობრივი ხასიათი ჰქონდათ. ანთროპოლოგიური ტიპების ეს ტრანსფორმაციები სხვადასხვა ჯგუფებთან შეხებისას და სხვადასხვა სოციალურ-საყოფაცხოვრებო კულტურულ-ეკონომიკური, თუ ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების მეოხებით, სხვადასხვა ხასიათს ღებულობდნენ, რამაც თანამედროვე მოსახლეობაში ერთმანეთისაგან განსხვავებით მეტ-ნაკლებად განსხვავებულ ლოკალურ ვარიანტების ჩამოყალიბებას მისცა დასაბამი, იმ ვარიანტებისა, რომელსაც მიუხედავად რეგიონალური ნაირსახეობებისა, წარმოშობის ერთიანობით განპირობებული მორფოლოგიური მსგავსება აკავშირებს”. [24]
 
კავკასიის მთელი ტერიტორიიდან მოპოვებული კრანიოლოგიური მასალები გვიჩვენებენ უძველესი მოსახლეობის უფრო ახლო მსგავსებას, თანამედროვესთან შედარებით. ეს ფაქტი თავისთავად არის უტყუარი დასტური ამ მოსახლეობის ანთროპოლოგიური ერთობისა. მხოლოდ შემდგომმა დიფერენციაციამ დაყო იგი რამდენიმე ლოკალურ ნაირსახეობად. კავკასიისა და საქართველოს მოსახლეობის რასო- და ეთნოგენეზში წამყვანი არის ადგილობრივი წარმომავლობა, ჩამოყალიბება და განვითარება ადგილობრივი ანთროპოლოგიური სუბსტრატისაგან, რომელმაც თავის მხრივ დასაბამი მისცა სამხრეთევროპეოიდული რასის ძირითადი დანაყოფების საწყის ფორმებს. [25]
 
ისტორიული საქართველოს მოსახლეობა იმთავითვე ეკუთვნოდა ერთ დიდ ანთროპოლოგიურ პლასტს, რომელიც შედიოდა ინდო-ხმელთაშუაზღვისპირული რასის წინააზიური განშტოების შემადგენლობაში. უძველესი დროიდან საქართველოს ტერიტორიაზე უმთავრესად დღევანდელი ქართველების უშუალო წინაპრები იმარხებოდნენ, რომლებიც არც თვითონ მოსულან ოდესმე სხვა ტერიტორიიდან და არც არავინ განუდევნიათ. ისტორიული საქართველოს ტერიტორია არის ადგილი ქართველების დღევანდელი სახით ჩამოყალიბებისა. ამ ტერიტორიაზე მოხდა მათი შინაგანი განვითარება, ტრანსფორმირების შედეგად აქ ჩამოყალიბდა წინააზიური რასის დღევანდელი ლოკალური ნაირსახეობანი (კოლხური, იბერიული, კავკასიონის).
 
ცხადია, რომ დღევანდელი სახით ქართველების ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბების ხანგრძლივ პროცესში ადგილი ჰქონდა მათ შეხებას სხვა ტომების წარმომადგენლებთან, აგრეთვე შიდა გადაადგილებებს, ინფილტრაციებს, რომლის შედეგია დღევანდელი ქართველების ანთროპოლოგიური ნაირსახეობა და გარდამავალი ტიპების არსებობა, მაგრამ მათ, როგორც სჩანს, დიდი გავლენა არ მოუხდენია ქართველთა ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბებაში. ამის დასტურია თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიური ნიშნების განაწილება განსახლების მთელ ტერიტორიაზე, რაც ცხადჰყოფს, რომ საქართველოს ტერიტორია არასდროს ყოფილა დიდი რასების კონტაქტის ზონა. საგრძნობი რომ ყოფილიყო შერევა მონგოლოიდური თუ ნეგროიდული რასის წარმომადგენლებთან,

ცხრ.N 1

ქართველთა და დიდი რასების ძირითადი ნიშნების შედარება

  ქართველები ევროპეიდები  

 
მონღოლოიდები  

 
ნეგროიდები  

 
1 2 3 4 5
1.კანის ფერი  

 
ღია  

 
ღია ან შავგვგრ.  

 
ღია ან შავგვგრ.
 

 

ხშირად ყვითელი ელფ.

 
მუქი  

 
2.თმების ფორმა  

 
ძირით. სწორი,
იშვიათად ტალღოვანი
სწორი ან ტალღოვანი სწორი, ხშირად უხეში ხვეული და ტალღოვანი
3.თმების ფერი მუქი, წაბლისფერი მუქიდან ღიამდე მუქი  

 
მუქი  

 
4.თვალების ფერი მუქი, (NN3-4), საკმაო
რაოდ. შერ., მათ შორის
ღიაც
მუქიდან ღიამდე  

 
მუქი  

 
მუქი  

 

(1-2)

 
5.წვერის ზრდა ძალიან
ძლიერი და ძლიერი
ძლიერი და
ძალიან ძლიერი
სუსტიდან დაწყებული
ძლიერამდე
სუსტი
6.ეპიკანთუსი არ არის  

 
არ არის  

 
არის
(ინდიელებს თითქმის არ აქვთ)
 

 
არ არის
(ბერბერების გარდა)
 

 
7.ცხვირის სიგანე 34-37  

 
34-36  35-42 40-50
8.ცხვირი სუნაგირი ძალიან მაღალი  

 
მაღალი დაბალი და საშუალო
(ინდიელებს)
 

 
დაბალი და საშუალო  

 
9.ცხვირის წარზიდულობა ძლიერი  

 
ძლიერი  

 
სუსტიდან ძლიერამდე  

 
სუსტი
10.ნესტოების მდებარეობა საგიტალური საგიტალური საშუალო  

 
   

გარდი-გარდმო
11.ზედატუჩის პროფილი ორთოხეილია  

 
ორთოხეილია  

 
პროხეილია  

 
პროხეილია  

 
12.თვალების ჭრილი   ძალიან დიდი  

 
დიდი და საშ.  

 
ვიწრო და საშუალო  

 
საშუალო  

 
13.ცხვირის ზურგი  გამოდრეკილი, სწორი სწორი, გამოდრეკილი ჩაზნექილი, სწორი ბრტყელი
14.ცხვირის წვეტი  დაშვებული, სწორი ვარირებს აპრეხილი აპრეხილი
15.ცხვირის ხრტილოვანი
ნაწილი
 დაშვებული, სწორი სწორი აპრეხილი აპრეხილი, სწორი
16.ტუჩების სისქე  

 
თხელი საშუალო და თხელი  

 
საშუალო და სქელი  

 
ძალიან სქელი

 

 ცხრ.N2

  სისხლის ზოგიერთი ჯგუფის ცვალებადობა ქართველებში

 
სისტემები
გენები
Min.
Max.
X
1
ABO  
rpq
0.5041 0.12360.0150
0.8237 0.36350.2608
0.6733 0.23210.0945
2
Rhesus 
D d
0.5230 0.2236
0.7764 0.4770
0.6497 0.3503
3
MN 
m n
0.4900 0.1111
0.8889 0.5100
0.6894 0.3106
4
P 
P1 P2
0.1156 0.5071
0.4929 0.8844
0.3042 0.6958
 
ქართველების ფიზიკურ ტიპს მნიშვნელოვნად შეცვლიდა, რადგან ნეგროიდული და მონგოლოიდური ნიშნები დომინირებენ ევროპეოიდული ნიშნების მემკვიდრეობითობაზე. მონგოლოიდებთან მეტისაციის შედეგად ქართველებში გაჩნდებოდა ეპიკანთუსი (კანის ნაოჭი ზედა ქუთუთოზე, რომელიც ფარავს საცრემლე ბორცვს თვალის შიგნითა უპეში), თვალების ვიწრო ჭრილი, ცხვირის უნაგირი დაბალი, ცხვირის ზურგი ჩაღუნული, თმოვანი საფარველის ძალიან სუსტი ზრდა მკერდსა და წვერზე, ძალიან შავი (NN 4, 27) და უხეში თმების მაღალი პროცენტი, კანის ფერი უფრო მუქი ( NN 15-18), სუსტად პროფილირებული სახე და ა. შ., ხოლო ნეგროიდული რასის წარმომადგენლებთან შერევით ქართველთა იერი შეიცვლებოდა ძალიან შავი, ხვეული თმებით, განიერი და ბრტყელი ცხვირით, ძალიან მუქი თვალების ფერით (NN 1-2), სქელი ტუჩებით და ა. შ.
 
ამ ცხრილის მიხედვით ევროპეოიდული ნიშნები ქართველებში მკვეთრად არის გამოხატული. მხოლოდ ერთ შემთხვევაში (ვგულისხმობთ ცხვირის სიგანეს) ეს ნიშანი თითქოსდა გამოდის ევროპეოიდების ვარირების ფარგლებიდან, მაგრამ ჩვენს მიერ მოყვანილი მონაცემები ჩრდილო და სამხრეთ ევროპეიდების ვარირების საშუალო ფარგლებს ასახავს, რაც უფრო მაღალია კატეგორია, მით უფრო ვიწროა ცვალებადობის დონე, ამიტომ ამ მხრივაც ქართველებისათვის დამახასიათებელი ცხვირის სიგანე მნიშვნელოვნად დაბალია მონგოლოიდებსა და ნეგროიდებთან შედარებით და არ გამოდის სამხრეთევროპეოიდებისათვის დამახასიათებელი ფორმებიდან. ჩამოთვლილი ყველა ეს ნიშანი ნათლად გვიჩვენებს, რომ ქართველების განიერი ყვრიმალები არ მიუთითებენ მათში მონგოლოიდური მინარევის არსებობას, რაც შეეხება თავის ფორმას, მონგოლოიდებშიც და ნეგროიდებშიც არიან როგორც დოლიქოკრანები, ასევე ბრაქიკრანული თავის ქალას მქონე ტიპები. სხვა ნიშნებით, როგორიცაა: სახის ჰორიზონტალური პროფილირება, პიგმენტაცია თუ სხვა, ქართველები უდავოდ სამხრეთ ევპროპეოიდები არიან.
 

ცხრ.N3

კანის რელიეფის ძირითადი ნიშნების ვარირება

ქართველებში

  

 
 
Min.
Max.
X.
I
თითების ქარგები
1.        A
           L
           W
 1.7846.1533.09
 8.4266.5350.54
 4.2254.2941.50
II
ხელის გულის ბალიშები
    2. Hy
    3. Th/I
     4. II
     5. III
     6. IV
  22.921.96 033.33 28.95
  50.0011.54 18.4261.46 60.26
  33.616.03 7.7446.84 48.49
III
დამატებითი ტრირადიუსები 
    7. II
    8. III
    9. IV
  0.00.0 6.67
  25.2210.26 25.00
  7.421.07 14.36
IV
ღერძის ტრირადიუსები 
    10. t
          t1
  56.396.62
  81.4424.36
  69.1113.85
V
მთავ. ხელისგულის ხაზი  A  
    11. A1
          A3
           A5
  0.028.89 40.11
  15.2252.50 66.97
  6.6540.44 53.54
VI
მთავ. ხელის გულის ხაზი  D 
    12. D7
           D9
           D11
  5.2630.43 31.82
  33.3350.00 60.53
  15.8738.79 45.36
VII
მთავ. ხელის გულის ხაზი  C
 Culn.
 Crad.
 Cprox.
 Cabsen.
  18.4219.59 6.670.0
  56.4268.42 36.6011.21
  36.9446.41 11.265.40
VIII
მთავ. ხელის გულის ხაზი   B
 Bdis.
 Brad.
  27.7816.67
  82.5472.22
  51.4648.37
 
ქართველების პოლიმორფულობა, მაღალი გენეტიკური ცვალებადობა კარგად სჩანს დერმატოგლიფიკური (ცხრილი N3) თუ ზოგიერთი სეროლოგიური (ცხრილი N2) ნიშნების ცვალებადობის დონის მიხედვით. ნიშანდობლივია სისხლის ჯგუფების განაწილება ქართველებში. უდავოდ ევროპეოიდებისათვის [26] დამახასიათებელი განაწილებით გამოირჩევა Rhesus-ის უარყოფითი გენი (d) ქართველებში, AB0 სისტემის q-გენის დაბალი სიხშირე, ასევე r გენის მაღალი და საშუალო სიხშირეები. რაც შეეხება სისტემა P-ს, მისი მიხედვით ქართველების ცვალებადობა განსაკუთრებით მაღალია. საქართველოში შეინიშნება გენის ძალიან მაღალი კონცენტრაცია P2 ბევრად მაღალია, ვიდრე სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ამ გენის მაღალი კონცენტრაციით მნიშვნელოვნად გამოირჩევიან ჩრდილოეთ ევროპელებისაგან. ხოლო ქართველების ზოგიერთ პოპულაციებში ისეთივე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ამ გენის, როგორიც ჩინეთისა და იაპონიის მოსახლეობაში. ევროპელებზე უფრო მაღალი სიხშირით გამოირჩევა ახლო აღმოსავლეთისა და წინა აზიის მოსახლეობა, რომელიც ინდოხმელთაშუაზღვისპირული რასის სამივე განშტოების წარმომადგენლები არიან. მათგან მაღალი კონცენტრაცია აქვთ პაკისტნელებს (0.5108-0.6423), იემენის არაბებს (0.6467-0.7609), საუდის არაბეთის ბედუინებს (0.5748), ებრაელებს (0.5554-0.8039), ასირიელებს (0.5860), ავღანელებს (0.6107) და ა. შ. ქართველებში ამ გენის დაბალი ზღვარი ევროპაში არსებული მაქსიმალური კონცენტრაციის ტოლია, ხოლო მაღლა ზღვარი – სცილდება ევროპეოიდებისათვის დამახასიათებელ დონეს, რაც ალბად, მიუთითებს ამ სისტემის ეკოლოგიურ თუ ფიზიკურ გარემოსთან კავშირს. ისევე, როგორც ბრაქიკეფალიზაციამ (რომელიც ყველგან მიმდინარეობდა, ევროპასა თუ აზიაში) საქართველოსა და კავკასიაში მიიღო უკიდურესი ფორმა, P ფაქტორის P2 გენის გამოვლინება შეიძლება კავშირში იყოს იმავე ფაქტორთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბრაქიკეფალიზაციის დროს.
 
საქართველოში ისევე, როგორც ევროპეიდების განსახლების მთელ ტერიტორიაზე, გენი მ მეტია გენ ნ-ზე. გენთა კონცენტრაციაში განსხვავება მინიმალურია (ევროპაში), საქართველოსა და კავკასიაში დადგენილია ერთი ტიპის შეფარდება, გენი მ 1,5-3–ჯერ სჭარბობს ნ-ს. MN სისტემის მიხედვით ქართველები ამჟღავნებენ ახლო მსგავსებას ირანის, ერაყის, იორდანიის მოსახლეობასთან, მაგრამ ყველაზე ახლო მსგავსება აღინიშნება დაღესტნელებთან.
 
კანის რელიეფის ძირითადი ნიშნების განაწილება უდაოდ მეტყველებს ქართველების მაღალ გენეტიკურ ცვალებადობაზე. მიუხედავად ცალკეული ნიშნების ასეთი დიდი დიაპაზონით ვარირებისა, მთლიანობაში ქართველებში კარგად არის გამოხატული ის კომპლექსი, რომელიც მათთვის საერთოა. პირველ რიგში ეს არის თითების ქარგების (L და ჭ) მაღალი სიხშირეები, ქარგების მნიშვნელოვანი კონცენტრაცია III და IV თითთაშორის ბალიშებზე, დამატებითი ტრირადიუსების საშუალო და მაღალი კონცენტრაციები, ღერძის ტრირადიუსის ტ-ს საშუალო რაოდენობა, ხელის გულის მთავარი ხაზი A-ს მე-5 ტიპის, D-ს – მე-11, ჩ–ს რადიალური და B-ს დისტალური ტიპების მაღალი შემცველობა, რაც მათ სამხრეთ ევროპეოიდების რიგში აყენებს. პოპულაციებს შორის განსხვავება აიხსნება ამ შემთხვევაში სუფთა გენეტიკური პროცესებით, როცა პოპულაციური დონის ცვალებადობა უფრო მაღალია ეთნიკურზე. ყველაფერი ამის გათვალისწინებით ახლო კავშირები ამ მოსახლეობას აკავშირებს წინა და შუა აზიის მოსახლეობასთან და რაც ალბათ გამოვლინებაა სუბსტრატისა, რომელიც უძველესი დროიდან აკავშირებდა ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.
 
ამრიგად, ანთროპოლოგიური მონაცემების საფუძველზე დასტურდება: -საქართველოს უძველესი მოსახლეობა ეკუთვნოდა მედიტერანულ ანუ ხმელთაშუაზღვისპირულ ტიპს. საქართველოს თანამედროვე მოსახლეობა ინდოხმელთაშუაზღვისპირული, ანუ სამხრეთ ევროპეოიდული რასის წინააზიურ რასას მიეკუთვნება.
 
– უძველესი დროიდან ამ ტერიტორიაზე დასახლებული მოსახლეობა თავისი ანთროპოლოგიური იერით წინააზიური ფორმების ბუნებრივ ვარიაციების ფარგლებში ცვალებადობს. – ცალკეული ნიშნების და ტიპების (დოლიქოკრანულიდან ბრაქიკრანულის მიმართულებით) ცვლას საზოგადოდ თანდათანობითი გადასვლის ხასიათი ჰქონდა.
 
– ადრებრინჯაოს დროიდან მოყოლებული, მომდევნო პერიოდების ყველა სერიები უახლოესი მორფოლოგიური მსგავსებით არიან დაკავშირებულნი. განსხვავება თავის ფორმის და სახის სიგანის მიხედვით მნიშვნელოვანი ხდება ადრეფეოდალური ხანიდან. მიუხედავად ამისა, სხვა უმნიშვნელოვანეს ნიშნებში (სახის ჰორიზონტალური პროფილირება, ცხვირის სიმაღლე და წარზიდულობა, ცხვირის სიგანე) მსგავსება უდავოა.
 
– დერმატოგლიფიკური და სეროლოგიური მასალების ანალიზი აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის მჭიდრო კავშირს წინააზიურ სამყაროსთან, ვინაიდან წარმოადგენს წინააზიის ჩრდილო საზღვარს და ამჯერადაც ადასტურებს იმ ძველი საერთო სუბსტრატის არსებობას, რომელიც კარგადაა ცნობილი, ყოველ შემთხვევაში ბრინჯაოს ხანიდან მაინც, უკვე ახალი გენეტიკური სისტემების მიხედვთაც.
 
– ყოველივე ზემოთ თქმული ადასტურებს, რომ ქართველების დღევანდელი სახით ჩამოყალიბება მოხდა მათი განსახლების თანამედროვე ტერიტორიაზე, შესაძლოა ეს ტერიტორია მოიცავდა უფრო სამხრეთ რეგიონსაც.

 

 


1. Г. Ф. Дебец, М. Г. Левин, Т. А. Трофимова, Антропологический материал как   источник  изучения вопросов этногенеза. СЭ, 1958, №1.
2. ვ. ასლანიშვილი. არაგვის აუზის უძველესი მოსახლეობა (კრანიოლოგიური მონაცემების მიხედვით). ანალები, 2000, N2.
3. М. Г. Абдушелишвили. Древнее и современное население Грузии. Тб., «Мецниереба», 1964; მ.აბდუშელიშვილი. კავკასიის ანთროპოლოგია ბრინჯაოს ხანაში. თბ., “მეცნიერება”, 1982, გვ. 9; კ. ქარჩხაძე. ენეოლითის ხანის კრანიოლოგიური  სერია ზეიანიდან. თბ., არქეოლოგიური ძიებანი, 1986.
4. М. Г. Абдушелишвили. Древнее и современное население Грузии. Тб., «Мецниереба», 1964.
5. М. Г. Абдушелишвили. указ. соч.
6. R. Riquet. Population et Roges trique et au Bronse Aneien. 2e  * These L,age du Bronse Danns of midoc. Paris, 1970.
7. F.Keit. Report on the human remains in B.Helle H and Wooley C. Ur Excavations, v. 1, Oxford, 1927.
8. C. Morant, A stady of Predinastic Egyptians sculle From Badari. Biometrica, 27, 1935.
9. В. Б. Бунак. Антропологический состав населения Кавказа. Вестник Гос. Музея Грузии, т. XIII A, 1946.
10. W. Krogman. The peoplese of early Iran and their ethnic affiliations. Amer Jour. Phys. Anthrop. 26. 1940.
11.  H. Vallois. Lies ossements humains de Sialk. Dans Chirshman, k. Mus. de Louvre Fouilles de Sialk pres de Richman 1933, 1934, 1937 b.c.v.2. Paris, 1939
12. საქართველოს არქეოლოგია. თბ., 1959.
13. О. Д. Лордкипанидзе. Население Древней Грузии, Тб., «Мецниереба», 1989, с. 93.
14. Л. И. Глонти. Поселение куро-аракской культуры. Автореф. дисс. канд. ист. наук, Тбилиси, 1970.
15. В. В. Бунак. Crania Armenica. 1927.
16. В. В. Бунак. Этнические общности и расовые деления. В сб. Расогенетические процессы в этнической истории. М., «Наука», 1974. С. 3-10.
17. В. В. Бунак, М. Ф. Неструх, Я. Я. Рогинский.Антропология, М., 1941.
18. Г. Ф. Дебец. Палеоантропология СССР, 1948.
19. ლ. ბითაძე, ვ. ციუმა, ვ. ქარდავა. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ანთროპოლოგია. ანალები, 2000, N 1, გვ. 92-99.
20. R. Virchow. Das Graberfeld von Kaban. Berlin. 1883. 

21. М. Г. Абдушелишвили. Об эпохальной изменчивости антропологических  признаков. ИЭКС, XXXIII. Москва. 1960; М.Г. Абдушелишвили, Таксономическое значение скулового диаметра  для антропологической классификации современного населения Кавказа. Тр. МОИП. 1964. г. XIV, с. 190-207.
22. М. Г. Абдушелишвили. Антропология древнего и современного населения  Грузии. Тб., «Мецниереба», 1964.
23. Г. Ф. Дебец. Палеоантропология СССР, 1948.
24. მ.აბდუშელიშვილი. ანთროპოლოგიური მასალები საქართველოს უძველესი ისტორიისათვის. მასალები კავკასიის ანთროპოლოგიისათვის. თბ., “მეცნიერება”, 1971.
25. М. Г. Абдушелишвили. Антропологический генезис  аборигенного населения Кавказа. Тр. МОИП. т. XLIII, 1972, стр. 226-233.
26. Mourant A. E., Kopes C. ADA, Kazimera Domanievska-Sobbczak. The distribution of the human groups and other polymorphisms. London. Oxford university press. N. U Toronto, 1976.

 


Л.Битадзе 

Антропологические даные к этногенезу грузии

Население, проживающее на территории современной Грузии, начиная с раннебронзового периода, включая все последующие эпохи, вплоть до раннефеодального периода, входило в круг Средиземноморских форм. Это население в основном характеризировалось долихокранией, узким и высоким лицом, резко профилированным в горизонтальной плоскости, высоким переносьем, узким, средней высоты и резко выступающим носом.

Современное население относится к переднеазиатской расе большой Индосредиземноморской или южноевропеоидной расы.

Изменение отдельных признаков и типов от долихокрании к брахикрании имел характер постепенного перехода. Несмотря на различие в формах головы и ширины лица, отличаемые с раннефеодального периода, население в целом связано тесным морфологическим сходством, проявляющееся по таким важным расо-диагносцирующим признаком, как горизонтальная профилировка лица, высота и выступание носа, ширина носа и т. д.

Анализ дерматоглифических и серологических (ABO, Rhesus, MN, P) данных 50 популяций грузин выявляют тесные связи с населением Передней Азии, и подтверждают теперь уже, на основании генетических систем, существование древнего общего субстрата, известного на этой обширной территории, по крайней мере, с эпохи бронзы.

Все имеющиеся в вашем распоряжении материалы (краниология, соматология, дерматоглифика, серология) подтверждают, что формирование антропологического типа современных грузин происходило на территории их современного расселения. Возможно эта территория включала прилегающие к Кавказу северные районы Передней Азии.

GENOGRAPHIC

GEORGIAN DNM