შალვა გლოველი , ბიბლიოთეკის გამგე                                                                     ვარლამ დონდუას სახ. კაბინეტი

ბიბლიოთეკა

•  ბიბლიოთეკის გამგე – შალვა გლოველი
• მთავარი ბიბლიოგრაფი – მარინე ელიზბარაშვილი
• უფროსი ბიბლიოგრაფი – მაია მერებაშვილი
• ოპერატორი – მარიამ ბუტიკაშვილი


სამკითხველო დარბაზი

• ბიბლიოთეკარი – ლეილა ხურცია
• ბიბლიოთეკარი – ნათია აბაშიძე

ახალი წიგნთსაცავი

ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში რამდენიმე ათეული ათასი წიგნი ინახება (დაახლ. 60 000-მდე). ეს ფონდი შედგება როგორც ქართულენოვანი, ასევე უცხოური ლიტერატურისაგან. ბიბლიოთეკის ძირითადი ფონდი მდიდარია პერიოდული გამოცემებითაც.
ბიბლიოთეკაში არის უმნიშვნელოვანესი და უნიკალური ლიტერატურა დაც ული. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წიგნადი ფონდი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წიგნთსაცავია საქართველოში, სადაც ინახება სხვა უნიკალურ მასალასთან ერთად უძველესი გამოცემები, ამასთანავე, ქართული ძველნაბეჭდი წიგნებიც კი. აქ ინახება უძველესი და უნიკალური უცხოენოვანი გამოცემებიც.
ბიბლიოთეკაში არის ძირითადი ქართულენოვანი, რუსულენოვანი (ცალკე ფონდი), უცხოენოვანი ფონდები.
ცალკეა ქართული პერიოდიკა (რომელიც აერთიანებს ქართულენოვან პერიოდულ გამოცემებს). ცალკეა რუსული პერიოდიკა (რომელიც აერთიანებს რუსულენოვან პერიოდულ გამოცემებს), ცალკეა უცხოური პერიოდიკა (რომელიც აერთიანებს ევროპულ და აღმოსავლურ პერიოდულ გამოცემებს).
ფონდების ჩამოყალიბების დროს რუსულენოვანი ფონდის უცხოენოვანი ფონდისგან ცალკე გამოყოფა განაპირობა რუსულენოვანი მასალის ოდენობამ და უნიკალურობამაც. თუმცა, სამომავლოდ ამ ფონდის უცხოენოვან ფონდთან ინტეგრირება მიზანშეწონილადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
გარდა ძირითადი ფონდისა, ბიბლიოთეკაში არის:
• ისტორიკოს ვარლამ დონდუას ცალკე ფონდი და მისივე სახელობის კაბინეტი (იხ. ფოტოები). ამ ფონდში დაცულია ვ. დონდუას პირადი წიგნები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ მთლიანად გადმოეცა ინსტიტუტის ბიბლიოთეკას.
• აღმოსავლეთმცოდნე გიორგი წერეთლის უნიკალური ბიბლიოთეკა, მისი პირადი წიგნები (ამჟამად მიმდიონარეობს ამ ფონდის ძირითადი ფონდიდან გამოყოფა და ცალკე საბიბლიოთეკო ფონდად ჩამოყალიბება).
• ისტორიკოს მამია დუმბაძის ცალკე ფონდი, რომელიც შედგება მ. დუმბაძის პირადი წიგნებისგან. ეს ფონდი ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს საჩუქრად გადმოსცა ისტორიკოს მამია დუმბაძის ოჯახმა.
• ისტორიკოს თამარ ტივაძის წიგნადი ფონდი, რომელიც ასევე ოჯახმა გადმოსცა ჩვენი ინსტიტუტის ბიბლიოთეკას.
• ცალკე ფონდად გვაქვს სომხურენოვანი წიგნები, რომელშიც XVII საუკუნის გამოცემებიც კი გვხვდება.
• ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ინახება ისტორიის დარგში დაცული დისერტაციები (1993 წლიდან. მანამდე დაცული დისერტაციები გადაეცა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას), ავტორეფერატები, ასევე, სამეცნიერო სესიების მასალები, თეზისები.
ამჟამად მიმდინარეობს რარიტეტულ გამოცემათა ცალკე ფონდის შედგენა.
ექვთიმე თაყაიშვილის პირადი არქივის მასალებზე დაყრდნობით ჩვენთვის ცნობილი, რომ ჩვენს ბიბლიოთეკაში ინახება მეცნიერის პირადი წიგნები, რომლებიც მან საკუთარი სურვილით გადმოსცა ჩვენს ინსტიტუტს. ამ ერთეულებსაც ცალკე ფონდის სახე მიეცემა.
2007 წლის სექტემბრიდან ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში. ამ წიგნთსაცავს წლების მანძილზე აქონდა საცავების პრობლემა რის გამოც წიგნების უდიდესი ნაწილი მკითხველამდე ვერ მიდიოდა. ინსტიტუტის დირექციის და ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელობის პირობებში მოხერხდა სპეციალური საცვების მომზადება განათების და ვინტილიაციის სისტემების დამონტაჟებით ( იხ. ფოტოები). ამჟამად მიმდინარეობს საცავის სტელაჟებით უზრუნველსაყოფად მუშაობა რის შემდეგაც მთელი ძირითადი წიგნადი ფონდი ერთიანად განლაგდება და მისაწვდომი გახდება ყველა მკითხველისთვის.
ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარეობს პერიოდულ უმნიშვნელოვანეს გამოცემათა ბიბლიოგრაფიის ელექტრონული ვერსიების შექმნა. ამ დროისთვის უკვე არსებობს ბიბლიოთეკაში დაცულ შემდეგ გამოცემათა ბიბლიოგრაფიის ელექტრონული ვერსიები:
1.         მაცნე – ისტორიის სერია
2.         იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული
3.         მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის
4.         საქართველოს მუზეუმის მოამბე
5.         მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის
6.         შრომები / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტი.
7.         თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები
8.         საისტორიო მოამბე
9.         იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება
10.       საისტორიო კრებული
11.       ძეგლის მეგობარი
12.       ქართული წყაროთმცოდნეობა
13.       ქართული დიპლომატია
14.       გორის დამოუკიდებელი პედაგოგიური ინსტიტუტის შრომათა კრებული
15.       ხელოვნება
16.       ისტორია
17.       საქართველო – ევროპა – ამერიკა [ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა]
18.       საღვთისმეტყველო კრებული
19.       საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს სამეცნიერო შრომების წელიწდეული
20.       პოლიტიკა
21.       სემიტოლოგიური ძიებანი
22.       რელიგია
23.       მრავალთავი
24.       ივერია – ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის ჟურნალი
25.       ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე
26.       ქართველური მემკვიდრეობა
27.       ქუთაისური საუბრები
28.       ანალები
29.       ძიებანი – არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟურნალი
30.       საქართველოს სიძველენი
ამჟამად მიმდინარეობს დისერტაციების ავტორეფერატების ფონდის ელექტრონული ვერსიის შექმნა.
ელექტრონული ვერსიების შექმნა მომავალშიც გაგრძელდება და დაგეგმილია არა მარტო პერიოდული გამოცემების, არამედ წიგნადი ძირითადი ფონდების ელექტრონული კატალოგების მომზადებაც.
ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდების შევსება მიმდინარეობს ინტენსიურად, უდიდესი ნაწილი ახალი წიგნებისა შემოდის შემოწირულობების ხარჯზე, ასევე, გვაქვს შეთანხმება სხვადასხვა ქართველოლოგიურ სამეცნიერო ცენტრებთან საიდანაც მათი ახალი გამოცემები გვეგზავნება და ასევე, ჩვენი ბიბლიოთეკა მდიდრდება ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცემებითაც; მათგან უახლესია “ისტოტიულ-ეთნოლოგიური ძიებანი”. IX ტ. და “კავკასიის ეთნოლოგიური კრებული”. X ტ. (იხ. ფოტოები).